Wednesday, April 27, 2016

მეცხრე შეხვედრა


1 კიდევ ერთხელ განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და შევავსეთ პროექტის გეგმა.

2. ვისწავლეთ მართვის პანელის გამოყენება და ბმულების გაკეთება.

3. განვახორციელეთ  პროექტების პრეზენტაციები.

ძალიან საინტერესოდ წარიმართა კურსი-ინტელის პროგრამა.ვისწავლეთ პროექტზე მუშაობა,მიმაჩნიას,რომ სასწავლო პროცესში აქტუალურია მისი ცოდნა.მოხარული ვარ
თქვქნთან თანამშრომლობით.ვისურვებდი პროექტის გაგრძელებას.

Tuesday, April 26, 2016

მერვე შეხვედრა
სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ: შეფასების მოკლე მონახაზი, წინარეცოდნა, გავწერეთ სასწავლო პროცედურები კვირების მიხედვით.
გავეცანით მეექვსე მოდულს დიფერენცირებული სწავლების შესახებ.

Wednesday, April 20, 2016

1.სახელმძღვანელოში გავეცანი 21-ე საუკუნის უნარჩვევების მიღწევებს
2.ვისწავლეთ სასარგებლო ბმულები საგანმანათლებლო რესურსებზე.
3.ტექნოლოგიების სამართლებლივი და ეთიკური გამოყენება
4.გავეცანით საავტორო უფებებს
5.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.
6.გავაკეთეთ აქტივობების ჩამონათვალი.

Tuesday, April 19, 2016

მეექვსე დღე-შევქმენით სლაიდ შოუ pover point-ში,არჩეული თემების მიხედვით შევქმენით მოსწავლის ნიმუში და გადავიტანეთ ღრუბლებში.

Wednesday, April 13, 2016


განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმაში.E- MAIL ზე მიღებული რუბრიკები გადავიტანეთ ღრუბლებში და შევიტანეთ ცვლილებები ჩვენი შეხედულებისამებრ.განვიხილეთ მე-4 მოდული--- სასწავლო ნიმუშების შექმნა და  სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალის ჩეკლისტი მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ სასწავლო პროექტს.მოგვეცა დავალება კრიტერიუმებიდან გამომდინარე თითოეულ სლაიდზე მოვიფიქროთ  მოკლე განმარტება. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად მოვიფიქროთ მინიმუმ 10 კითხვა გამოკითხვისათვის.

Tuesday, April 12, 2016

მეოთხე დღე-ვისწავლეთ ღრუბლებში ახალი დოკუმენტის შექმნა.შევადგინეთ კითხვები
, ვისწავლეთ,თუ როგორ გვქონდეს ერთმანეთის დოკუმენტთან წვდომა,კომენტარების გაკეთება.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და სტრატეგიები.მოგვეცა დავალება-მოვძებნოთ შეფასების რუბრიკები და ჩეკლისტრბი.

Wednesday, April 6, 2016

                                                                   მესამე დღე

გავეცანით მოდული 2 პროექტის დაგეგმვა.მიმოვიხილეთ განათლების ეროვნული
სასწავლო გეგმის პორთფოლიო NCP.GE. შევარჩიეთ სტანდარტები და ვისწავლეთ მათი ჩასმა გეგმაში. გავეცანით პროექტის სასწავლო მისნებსა და შედეგებს და შევადგინეთ
მიზნები შერჩეული პროექტებისათვის.ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. მოგვეცა დავალება შევადგინოთ მიმართულების მიმცემი კითხვები ( ზოგადი და შინაარსობრივი)